ჯოზეფ ბორელი: დონალდ ტრამპმა სანქციები დაუწესა ტიერი ბრეტონს და სხვა ევროპელებს, ვგმობ ამ გადაწყვეტილებას და მათ სოლიდარობას ვუცხადებ

ჯოზეფ ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ყოფილი ევროკომისრის ტიერი ბრეტონის მიმართ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს ეხმაურება.

ბორელი ბრეტონს სოლიდარობას უცხადებს და აშშ-ის გადაწყვეტილებას გმობს.

„დონალდ ტრამპმა სანქციები დაუწესა ჩემს ყოფილ კოლეგას, ტიერი ბრეტონს და სხვა ევროპელებს, ინფორმაციის ხარისხის მონიტორინგის შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობის გამოყენების სურვილის გამო. მე სრულად ვგმობ ამ გადაწყვეტილებას და მათ სოლიდარობას ვუცხადებ“, – წერს ის.

ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ში შესვლა აუკრძალა ხუთ პირს, რომლებიც ამერიკულ ონლაინ პლატფორმებზე მასალების ცენზურას ახდენდნენ, ერთ-ერთი მათგანი ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონია.