1692302192
ჯორჯია მელონიმ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ-მა ირანთან გამოვლენილი სიმტკიცე უკრაინასა და ღაზასთან დაკავშირებითაც უნდა გამოავლინოს

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ-მა ირანთან გამოვლენილი სიმტკიცე უკრაინასა და ღაზასთან დაკავშირებითაც უნდა გამოავლინოს.
მელონი მიესალმა ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაწყებას, თუმცა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპმა მტკიცე გადაწყვეტილება უკრაინასა და ღაზას სექტორთან დაკავშირებითაც უნდა გამოიჩინოს.
„მე ვუთხარი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომ ისრაელსა და ირანს შორის ომში გამოვლენილი მტკიცე გადაწყვეტილება კიდევ ორი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიმართ უნდა გამოიჩინოს: უკრაინაში, სადაც რუსეთს არ სურს ნაბიჯების გადადგმა და ღაზაში, სადაც სიტუაცია აუტანელია“, – განაცხადა მელონიმ.