VIDEO: ჯონი დეპი MTV-ის დაჯილდოების ცერემონიალზე პირდაპირ ციდან ჩამოფრინდა და აუდიტორიის ოვაციებიც დაიმსახურა

ჯონი დეპი

MTV Video Music Awards 2022-ის გამარჯვებულები დასახელდნენ. ნიუ-იორკში გამართული ცერემონიალი მართლაც საოცრად შთამბეჭდავი იყო. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი, არც მეტი, არც ნაკლები, ჯონი დეპის გამოჩენა გახდა. ის MTV ლოგოს სტილში აღჭურვილი კოსმოსური კოსტიუმით, პირდაპირ ჰაერში გამოჩნდა აუდიტორიის წინაშე და დიდი ოვაციებიც დაიმსახურა.

მოგვიანებით, 59 წლის დეპმა შთამბეჭდავი ვიდეო 27,5 მილიონ „ინსტაგრამ“ გამომწერს გაუზიარა წარწერით: „გამოიცანით ვინ?“

აღსანიშნავია, რომ დეპი-ჰარდის სკანდალური სასამართლო პროცესის შემდეგ, ეს მსახიობის ყველაზე გრანდიოზული გამოჩენაა.

 

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Johnny Depp (@johnnydepp)