ჯონ კირბი ამერიკულ უპილოტო თვითმფრინავზე თავდასხმისთვის შოიგუს მიერ დაჯილდოებულ რუს მფრინავს იდიოტს უწოდებს

jon kirbi

თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი რუსეთში სუ-27 გამანადგურებლის პილოტის დაჯილდოებას გამოეხმაურა.

„წარმოდგენა არ მაქვს, რატომ დააჯილდოვეს გამბედაობისთვის მფრინავი, რომელიც საკუთარ თავს და აშშ-ს საკუთრებას მავნე საფრთხის წინაშე აყენებს. საუკეთესო შემთხვევაში ის უბრალოდ იდიოტია“, - აცხადებს ჯონ კირბი. 

 კირბიმ ასეთ ჯილდოს უაზრო უწოდა.

„არ ვიცი მსოფლიოში სხვა არმია, სხვა საჰაერო ძალები, რომლებიც მფრინავს სხვა  თვითმფრინავთან შეჯახებისთვის აჯილდოებენ. თუ ეს სიმამაცეა, მაშინ, როგორც ჩანს, მათ ეს საკითხი სხვაგვარად ესმით“, - ამბობს ჯონ კირბი. 

22 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გამბედაობის ორდენი გადასცა სუ-27 გამანადგურებლის  მფრინავებს, რომლებმაც შავ ზღვაზე ამერიკული სადაზვერვო დრონი ჩამოაგდეს.