ჯონ კენედის შვილიშვილი, ტატიანა შლოსბერგი, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა

ტატიანა შლოსბერგი

ჯონ კენედის შვილიშვილი, ჟურნალისტი და მწერალი ტატიანა შლოსბერგი, კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა.

ტატიანა 35 წლის იყო.

„ჩვენი ულამაზესი ტატიანა დღეს დილით გარდაიცვალა. ის ყოველთვის ჩვენს გულებში იქნება“, - წერს ოჯახი სოციალურ ქსელში.

შლოსბერგმა 22 ნოემბერს The New Yorker-ში დაწერა, რომ მას მწვავე მიელოიდური ლეიკემია ჰქონდა, იშვიათი მუტაციით, რომელსაც Inversion 3 ეწოდება. დიაგნოზი მას 2024 წლის 25 მაისს დაუსვეს, როდესაც მეორე შვილი გააჩინა.

ტატიანა შლოსბერგმა ხუთი კვირა ნიუ-იორკში, კოლუმბია-პრესვიტერიანულ საავადმყოფოში გაატარა, სანამ სახლში ქიმიოთერაპიას დაიწყებდა და მოგვიანებით ძვლის ტვინის გადანერგვას გაიკეთებდა.