დასახელდა სფეროები, სადაც ახალი წლიდან ხელფასები გაიზრდება - დეტალებს ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს
1765397506
აშშ-ში მოზარდს და მის მამინაცვალს დედის მკვლელობაში ედება ბრალი. მათ პოლიციელებს განუცხადეს, რომ ქალი კოსტა რიკაში იმყოფებოდა. ქალის დამწვარი ცხედარი ოქტომბერში ოჯახის ეზოში იპოვეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, მალევე დადგინდა, რომ სილვიას გაუჩინარების გარემოებები საეჭვო იყო, პოლიციელებმა სახლში აღმოაჩინეს ყავისფერი ლაქები და სისხლის წვეთები კედელზე, მაგიდასა და პრინტერზე.
შემდგომი გამოძიების დროს ინტერვიუში, გაბრიელმა პოლიციას განუცხადა, რომ მან სილვია ჯოხით სცემა ოფისში და შემდეგ დაწვა.
მეორე ინტერვიუს დროს, სავარაუდოდ, გაბრიელმა თქვა, რომ მისი მამინაცვალი, უყურებდა, როგორ სცემდა სილვიას ჯოხით და ასევე ურტყამდა მას ჯოხით.
თუმცა, მამინაცვალმა პოლიციას განუცხადა, რომ მკვლელობის დროს ეძინა და უარყო რაიმე მონაწილეობა მკვლელობაში.
პოლიციამ საჯაროდ არ გაამჟღავნა დანაშაულის შესაძლო მოტივი. გაბრიელს და გარდინერს ბრალი ედება პირველი ხარისხის მკვლელობაში.