ჯო ბაიდენი - თანამდებობაზე ყოფნისას, მე ვიღებდი გადაწყვეტილებებს განკარგულებების, კანონებისა და პროკლამაციების შესახებ, ნებისმიერი ვარაუდი, რომ ასე არ არის, აბსურდი და სიცრუეა

ბაიდენი

თანამდებობაზე ყოფნისას, მე ვიღებდი გადაწყვეტილებებს განკარგულებების, კანონებისა და პროკლამაციების შესახებ. ნებისმიერი ვარაუდი, რომ ეს ასე არ არის, აბსურდი და სიცრუეა, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ასევე, ბაიდენის გუნდმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ავტომატური ფაქსიმილეს გამოყენება დიდი ხნის აღიარებული პრაქტიკაა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაავალა თეთრ სახლს, გამოიძიოს, ბაიდენის საპრეზიდენტო დოკუმენტები პირადად მის მიერ იყო ხელმოწერილი, თუ ფაქსიმილეთი ავტომატურად დამოწმებული.