„მდგომარეობა მძიმეა! ქალი თბილისში გადმოიყვანეს...“ - ახალი დეტალები ხაშურის ტრაგედიაზე
1749239924
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის მორიგი საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა.
8 ივნისს ნიუ იორკში 34 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ის სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში ამერიკელ შონ ო’მალის შეხვდება.
აწონვების ოფიციალური ცერემონიის დროს დვალიშვილმა 60.8 კგ დააფიქსირა, ხოლო შონ ო’მალის წონა 61.2 კგ იყო. მაქსიმალური დასაშვები წონა 61.2 კგ-ია.
მერაბ დვალიშვლმა შონ ო’მალი ერთხელ უკვე დაამარცხა და UFC-ის სუპერმსბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარიც სწორედ ამ გამარჯვებით მოიპოვა.
34 წლის ქართველი მებრძოლი ო’მალისთან შეხვედრას ზედიზედ 12 გამარჯვებით ხვდება. ბოლოს მან იანვარში უმარ ნურმაგომედოვს სძლია.