"286 დღის შემდეგ" - მედია კოსმოსიდან დაბრუნებული ქალის ფოტოებს აქვეყნებს
1742412296
ახალი დეტალები გავრცელდა ჯინ ჰეკმანისა და მისი მეუღლის ძაღლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
სანტა ფეს ოლქის ცხოველთა კონტროლის თქმით, ძაღლის სიკვდილი, სავარაუდოდ, დეჰიდრატაციამ და შიმშილმა გამოიწვია.
გამოცემამ ასევე აღნიშნა, რომ ძაღლში ინფექციური დაავადების, ტრავმის ან მოწამვლის მტკიცებულება არ გამოვლენილა.
ცნობისთვის, ამერიკელი, ოსკაროსანი მსახიობი ჯინ ჰეკმანი და მისი მეუღლე ბეტსი არაკავა საკუთარ სახლში, გარდაცვლილი 27 თებერვალს იპოვეს. გარდაცვლილი იყო მათი ძაღლიც.
ჯინ ჰეკმანის ცოლი გარდაიცვალა მღრღნელებში ნაპოვნი ვირუსით - ჰანტავირუსის ფილტვის სინდრომით, ხოლო ოსკაროსანი მსახიობი, რომელიც ძალიან ცუდად იყო, შვიდი დღის შემდეგ გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია ჯინ ჰეკმანს „ალცჰაიმერის მოწინავე მდგომარეობა ჰქონდა“. მისი გარდაცვალების მიზეზად დასახელდა „ჰიპერტენზიული და ათეროსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადება ალცჰაიმერის დაავადებით, როგორც მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი".