„ჯერ სექსუალურად იძალადა, შემდეგ კი გაიტაცა...“ - 13 წლის გოგომ მოძალადისგან თავი მესამე დღეს დაიხსნა, ბრალდებული დაკავებულია (უცხოეთი)

ამერიკის პოლიცია

ტეხასელმა, 65 წლის კაცმა აღიარა, რომ ივლისში, 13 წლის გოგონა გაიტაცა. მოზარდმა მოძალადისგან თავის დაღწევა მოახერხა. მისმა საქციელმა მსოფლიო მედია აალაპარაკა. 13 წლის გოგომ, ყურადრბის მისაქცევად, გამტაცებლისგან შეუმჩნევლად, მანქანის უკანა საქარე მინაზე ნიშანი „help me“ დაწერა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

როგორც მედია წერს, კაცმა გატაცებული მოზარდზე, იარაღის მუქარით სექსუალურად იძალადა და სან ანტონიოდან კალიფორნიაში წაიყვანა მანქანით.

13 წლის გოგონას გატაცებიდან მესამე დღეს, როდესაც გამტაცებელი სამრეცხაოში იყო შესული, გამვლელმა დაინახა „გოგოს ნიშანი„ გაჩერებული მანქანის საქარე მინაზე. მანქანასთან სხვა გამვლელებიც მივიდნენ და გოგონას ბედით დაინტერესდნენ. სიტუაციაში გარკვევის შემდეგ ადგილზე პოლიცია გამოიძახეს და ბრალდებული დააკავეს.

13 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობისა და გატაცების ბრალდებით დაკავებულ კაცს 20 წლით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ასევე ნახეთ:

„ზესტაფონელი დუა ლიპაო, წერდნენ…” - რას ჰყვება ბაბი კირკიტაძე

VIDEO: გამაოგნებელი ფარული ჩანაწერი, რომელსაც შსს ავრცელებს - როგორ აიძულებს მშობელი შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას

VIDEO: „ცეცხლი დაანთეს, როგორც ყოველთვის...“ - „სუხიშვილების“ ახალმა შესრულებამ მაყურებელი აღაფრთოვანა

„იყო მომენტი, როცა ზედმეტი ყურადღება გამოიჩინა, მეც ქალი ვარ და ჩავთვალე, რომ გამეპრანჭა“ - ვინ ცდილობდა კახი კავსაძისა და ზანდა იოსელიანის დაწყვილებას