VIDEO: გამაოგნებელი ფარული ჩანაწერი, რომელსაც შსს ავრცელებს - როგორ აიძულებს მშობელი შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას

ფარული ჩანაწერი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოვლინდა არასრულწლოვნით ვაჭრობის დანაშაულებრივი სქემა, დაკავებულია ორი პირი, ხოლო ერთს ბრალი წარედგინა.

უწყების ცნობით, 1989 წელს დაბადებული ნ.ა.-ს ბრალი არასრულწლოვნით ვაჭრობაში ედება, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია 1981 წელს დაბადებული ო.ჭ., ამავე დანაშაულისთვის ბრალი წარედგინა ამჟამად პატიმრობაში მყოფ 1991 წელს დაბადებულ ბ.ბ.-ს.

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ა.-მ შეიმუშავა არასრულწლოვნით ვაჭრობის სქემა, რომლის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, არასრულწლოვან შვილს ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულებდა თბილისის სხვადასხვა უბანში ეთხოვა მოწყალება, მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდა.

ასევე, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული ნ.ა.-ს მიერ არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული მძიმე დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო წარსულში ნასამართლევი ო.ჭ.-სა და პატიმრობაში მყოფ ბ.ბ.-სთვის", - წერია უწყების განცხადებაში.

ასევე ნახეთ:

„შვილს აიძულებდა თბილისის უბნებში ეთხოვა მოწყალება, მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდა“ - არასრულწლოვანით ვაჭრობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს, ერთს ბრალი წარედგინა

ვინ არის ბაბუშერას „განწირულ რეისზე“ დაღუპული მებრძოლი -„ისე უნდა ვიცხოვრო, ჩემი სახელი თბილისის ერთ-ერთ ქუჩას დაერქვას“

VIDEO: „ცალ-ცალკე ვერ ვძლებთ... 2000 წლიდან ერთად ვართ“ - თბილისელი მეეზოვეების სიყვარულის ისტორია

„ღმერთი არ გაგიწყრეთ, ხატს ხელი არ ახლოთ...“ - ემოციური ამბავი კაცზე, რომელიც ახლობლის სახლის ძარცვის მონაწილე გახდა

VIDEO: ტრაგიკულად დაღუპული პედაგოგის ვიდეო გავრცელდა - „როგორ თამაშობდა თოვლში ბავშვებთან ერთად…”