ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 12 იანვრიდან ამოქმედდება
1767902658
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ამერიკელ სამხედროებს ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო არ გაუტაციათ, არამედ მათ ის საპოლიციო ღონისძიების შედეგად დააკავეს.
„ჩვენ საპოლიციო ღონისძიება ჩავატარეთ, რაც არის ლეგიტიმური. მადუროს ბრალი წავუყენეთ ნარკოტერორიზმში, იარაღის კონტრაბანდასა და იარაღის გადაზიდვაში. ჩვენ ეს მსოფლიოში საუკეთესო სამხედროების საშუალებით გავაკეთეთ. ჩვენ ის შევიპყარით... მგონია, რომ მას დამნაშავედ ცნობენ. ეს არ იყო გატაცება, ეს იყო საპოლიციო ოპერაცია“, - თქვა ვენსმა Fox News-თან ინტერვიუს დროს.