1692302192
ჯეი დი ვენსი: ირანს ბირთვული იარაღის ფლობის შემთხვევაში კვლავ მოუწევს ამერიკელ სამხედროებთან შეტაკება

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ირანს ბირთვული იარაღის ფლობის შემთხვევაში კვლავ მოუწევს ამერიკელ სამხედროებთან შეტაკება.
Fox News-ის ეთერში ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, რომ ირანი ძალიან ახლოს იყო ბირთვულ იარაღთან, თუმცა მას ეს შესაძლებლობა აღარ აქვს.
„ერთი კვირის წინ ირანი ბირთვული იარაღის შექმნასთან ძალიან ახლოს იყო. 60%-მდე გამდიდრებული ურანის ფლობის შემთხვევაში, ისინი მის 90%-მდე გამდიდრებასაც შეძლებდნენ. ახლა კი მათ ამის შესაძლებლობა აღარ აქვთ, რადგანაც ის ჩვენ გავანადგურეთ. ეს დიდი საქმეა, რომ ისინი არ ცდილობენ პროგრამის აღდგენას. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მომავალში ისევ მოუწევთ ამერიკული სიძლიერის წინაშე აღმოჩენა“, - თქვა ვენსმა.