ჯეი დი ვენსი: დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ ეს ქვეყანა მრავალწლიან კონფლიქტში ჩაერთოს მკაფიო დასასრულისა და ნათელი მიზნის გარეშე

ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებები კიდევ ერთხელ შეაფასა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ მისი ქვეყანა მრავალწლიან კონფლიქტში გახვიოს.

„დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ ეს ქვეყანა მრავალწლიან კონფლიქტში ჩაერთოს მკაფიო დასასრულისა და ნათელი მიზნის გარეშე“, - თქვა ვენსმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ტრამპი „დემოკრატებისგან“ იმით განსხვავდება, რომ ის არ დაუშვებს, რომ ამერიკამ ისეთი ომი აწარმოოს, რომელსაც მკაფიო მიზანი არ ექნება.

“ტრამპი და „რესპუბლიკელები“ იმით განსხვავდებიან წარსული წლების „დემოკრატებისგან“, რომ ისინი არ დაუშვებენ, რომ მათი ქვეყანა შევიდეს ომში, რომელსაც მკაფიო მიზანი არ ექნება. მან ეს მიზანი დასახა, რათა შეუძლებელი გახადოს ირანისთვის ბირთვული იარაღის შექმნა, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში მას საკუთარი ბირთვული პოტენციალის აღდგენის საშუალება არ მიეცეს. ეს საკმაოდ ნათელი და მარტივია. მგონია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვექნება ისეთი პრობლემები, რომელიც გვქონდა ერაყსა და ავღანეთში“, - განაცხადა ვენსმა.