ჯანმო: პანდემიის საგანგებო ფაზა მსოფლიოში წელს უნდა დასრულდეს

 ტედროს ადანომ გებრეისუსი

30 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-შესახებ განახლებული გეგმა გამოაქვეყნა. მასში წარმოჩენილია ის საკვანძო სტრატეგიები, რომელთა განხორციელების შემთხვევაშიც, პანდემიის საგანგებო ფაზა მსოფლიოში წელს უნდა დასრულდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, გაზარდონ ვირუსის მონიტორინგის შესაძლებლობები და გააუმჯობესონ ხანგრძლივი კოვიდის დაფიქსირების საშუალებები.

სხვა სტრატეგიებთან ერთად, ორგანიზაცია ასევე განაგრძობს იმ მიზნის მხარდაჭერას, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის 70 პროცენტის ვაქცინაციას გულისხმობს. გეგმა მოიცავს, მომავალ წლებში ვირუსის შესაძლო განვითარების სამ სცენარს.

„იმაზე დაყრდნობით, რაც ახლა ვიცით, ყველაზე სავარაუდო სცენარი ის არის, რომ COVID-19-ს ვირუსი განვითარებას გააგრძელებს, მაგრამ მის მიერ გამოწვეული დაავადების სიმწვავე დროთა განმავლობაში შემცირდება, რადგან ვაქცინაციისა და ინფექციის გამო გაიზრდება იმუნურობა“, - ამბობს ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს გებრეირუსი.