პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"იყო შეერთებული შტატების მოკავშირე, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იყო მისი ვასალი" - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ამსტერდამში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი მხარს უჭერს ჩინეთის პოლიტიკას და სიტუაციის მშვიდობიანი გზით გადაჭრის ძიებას ტაივანში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
მანამდე, მაკრონმა ჩინეთში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ ევროპამ უნდა შეამციროს შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულება და თავიდან აირიდოს ჩინეთსა და აშშ-ის შორის ტაივანის საკითხზე კონფლიქტში ჩათრევა.
მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროპა უნდა გახდეს მესამე ძალა ტაივანის საკითხში და არ იყოს ვაშინგტონის ან პეკინის პოზიციის მიმდევარი.