დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
12 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, "მილანმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და 1:0 გაიმარჯვა. "პარტენოპეის" ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 81 წუთი გაატარა. ხვიჩას თამაშს იტალიური მედია გამოეხმაურა. გთავაზობთ მათ შეფასებებს:
"დიდებული მომენტი ვერ გამოიყენა, ამის შემდეგ კი სახიფათო მომენტის შექმნა ვეღარ მოახერხა. კალაბრიამ მის წინააღმდეგ თამაშს თავი კარგად გაართვა, ამაში კი კრუნიჩიც დაეხმარა" - Areanapoli-მ ხვიჩას თამაში 5 ქულით შეაფასა.
"გუნდის აყოლიებას ცდილობდა, მხოლოდ "კვარა" იბრძოდა" - Calcionapoli-მ "კვარას" 6 ქულა დაუწერა.
"პირველივე წუთზე შესანიშნავი მომენტი ჰქონდა, თუმცა კრუნიჩმა არ გაატანინა“.
"თანაგუნდელებისგან სათანადო დახმარება ვერ მიიღო, კრუნიჩი მის წინააღმდეგ არ დანებდა" - Sport.virgilio-მ ახალგაზრდა გარემარბს 6 ქულა დაუწერა.
"გაანიავა საგოლე მომენტი, რომელსაც მატჩის ბედის შეცვლა შეეძლო. მეტოქე, პრაქტიკულად, ვეღარ მოატყუა. კალაბრიას მის განეიტრალებაში კრუნიჩი დაეხმარა" - Sportmediaset-მა ხვიჩას თამაში 5 ქულით შეაფასა.
"90-ე წამზე ბრწყინვალე მომენტი გაანიავა. მეორე ტაიმის დასაწყისში აქტიურობდა" - Calciomercato-მ "კვარას" 5.5 ქულა დაუწერა.