1779482698
ივანკა ტრამპზე თავდასხმა იგეგმებოდა - New York Post
დონალდ ტრამპის უფროს ქალიშვილ, ივანკა ტრამპზე თავდასხმა იგეგმებოდა. ინფორმაციას გამოცემა New York Post ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაკავებულია ერაყის მოქალაქე, 32 წლის ბაკერ საად დავუდ ალ-საადი, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან თანამშრომლობდა. მას ივანკა ტრამპის მოკვლით გუშაგთა კორპუსის მეთაურის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის შური უნდა ეძია.











