1783975896
იულია სვირიდენკომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება წარადგინა
უკრაინის პარლამენტში შევიდა პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ამის შესახებ რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.
„უკრაინის უმაღლეს რადაში შევიდა პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს გადადგომის შესახებ განცხადება. პარლამენტი ამ საკითხს უახლოეს მომავალში, დადგენილი პროცედურის შესაბამისად განიხილავს“, - აღნიშნა მან.
სტეფანჩუკმა სვირიდენკოს მადლობა გადაუხადა მთავრობის სათავეში გაწეული მუშაობისთვის „სახელმწიფოსთვის უკიდურესად რთულ დროს, ეკონომიკის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის, ხალხის მხარდაჭერისა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის“.











