იტალილაში ფლამინგოები ბრინჯის ნათესებს ანადგურებენ

ფლამინგოები

 იტალიაში რიზოტოსთვის განკუთვნილი ბრინჯის მოსავალი საფრთხის ქვეშაა. ამის მიზეზი ფლამინგოები არიან, რომლებიც ნიადაგს აზიანებენ.

The Guardian-ის ინფორმაციით, ბრინჯის მოსაყვანად განკუთვნილი დატბორილი მინდვრები ფერარას პროვინციაში, ვენეციასა და რავენას შორის მდებარეობს. ფლამინგოები ამ რეგიონში ცოტა ხნის წინ დასახლდნენ. როცა ფრინველები მოლუსკებსა და მწერებს ეძებენ, ფეხებით ნიადაგს აფხვიერებენ და ნათესებს აზიანებენ. ზოგ ადგილას მოსავალი 90%-ით შემცირდა.

ბრინჯის მოყვანა ძვირადღირებული და მასშტაბური აგრარული საქმიანობაა. ფერმერები თავიანთ მინდვრებს რამდენიმე კვირით ტბორავენ.