დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
იტალიის კუნძულ სარდინიიდან გაუჩინარდა რუსი მილიარდერის, ევროკავშირის მიერ სანქცირებული დმიტრი მაზეპინის იახტა „ალდაბარა“. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი წერს.
მისი ინფორმაციით, 22-მეტრიანი იახტა, რომელიც დაახლოებით მილიონი ევრო ღირს, იტალიის პოლიციამ მარტში დააკავა და ივნისამდე იმყოფებოდა ოლბიის პორტში.
იახტის დაკავების შემდეგ მიმდინარეობდა კვლევა იმის საბოლოოდ დასადასტურებლად, რომ იახტის მფლობელი მართლაც დმიტრი მაზეპინია, თუმცა, ოფიციალურად დადასტურებამდე რამდენიმე საათით ადრე, „ალდაბარა“ სარდინიიდან გაუჩინარდა.
იტალიის ფინანსური პოლიციის წარმომადგენელმა „გარდიანს“ უთხრა, რომ მაზეპინმა ისარგებლა დროის იმ მონაკვეთით, როცა მფლობელის ზუსტ ვინაობას არკვევდნენ და დაიქირავა უცხოური კომპანია, რომელმაც, თავის მხრივ, იახტის იტალიელ კაპიტანს ფული გადაუხადა, მან კი „ალდაბარა“ პორტიდან გაიყვანა. როგორც იტალიის პოლიციამ დაადგინა, ბოლოს იახტა ნახეს ტუნისის ქალაქ ბიზერტის პორტში, ამჟამინდელი ადგილსამყოფელი კი, დაუდგენელია. იტალიის ხელისუფლებას შეუძლია 500 ათასი ევროთი დააჯარიმოს მაზეპინი, მის მიერ დაქირავებული კომპანია და იახტის კაპიტანი. სარდინიაზე დაყადაღებულია მაზეპინის ვილაც.
კომპანია „ურალხიმის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დმიტრი მაზეპინს ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.