იტალიის ერთ-ერთი სოფლის მერმა მოსახლეობას ცუდად გახდომა აუკრძალა

იტალია

იტალიის ერთ-ერთი სოფლის მერმა მოსახლეობას ცუდად გახდომა აუკრძალა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ბელკასტროს მერმა, ანტონიო ტორჩიამ ადგილობრივები გააფრთხილა, რომ არ ჩაერთონ ისეთ აქტივობებში, რომლებსაც შეუძლია ფიზიკური ტრავმა გამოიწვიოს. ასევე, არ დაავადდნენ ისეთი დაავადებებით, რომლებსაც სასწრაფო დახმარების გამოძახება დასჭირდება. 

საქმე ისაა, რომ სოფლიდან უახლოესი საავადმყოფო ძალიან შორსაა და ის დასვენების დღეებში არ ფუნქციონირებს.