იტალიასა და კანადაში ტყის ხანძრებს ებრძვიან

ხანძარი

იტალიაში ტყის ხანძარი გავრცელდა. ცეცხლი ქალაქ ტინიალეში, გარდას ტბასთან მდებარე ფერდობებს მოედო. ახლომდებარე სააგარაკე დასახლებიდან სავალდებულო ევაკუაცია განხორციელდა. მეხანძრე მაშველებთან ერთად ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში მოხალისეებიც ჩაერთნენ.

ტყის მასშტაბურ ხანძრებს ისევ ებრძვიან კანადაში. სამერლენდის ოლქში ათასობით მოქალაქის ევაკუაცია გახდა აუცილებელი. რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მედიის ცნობით, კანადაში ტყის ხანძრებმა დაახლოებით 5 ათასი ჰექტარი მოიცვა. სტიქიის ზონაში 1500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს.