„სიტუაცია თითქმის ისეთივეა, როგორიც ფუკუშიმაში და არავინ გვეხმარება...“ - ინტერვიუ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ინჟინერთან

ზაპოროჟიე

რუსეთის არმიამ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე განათავსა მრავალი სარაკეტო სადგური, ასევე სხვა იარაღი და აღჭურვილობა. სადგურზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები უკვე დაზარალდა დაბომბვისგან.  როგორც ექსპერტები განმარტავენ, ეს არის პირდაპირი გზა ბირთვული ავარიისკენ.

5 აგვისტოდან, ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია მუდმივად იბომბება. უკრაინის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ამას თავად რუსები აკეთებენ.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიჰალის თქმით, „ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპირებას და ოკუპანტების მიერ ამ ობიექტის დაბომბვას აქვს რუსეთის მხრიდან ბირთვული ტერორიზმის ყველა ნიშანი.“

BBC-ის კორესპონდენტმა  მოახერხა საუბარი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მომუშავე ერთ-ერთ ინჟინერთან. ის რუსული მხრიდან სადგურის ობიექტების რეგულარულ დაბომბვაზე საუბრობს. მისი თქმით, სადგურზე პერსონალის მწვავე დეფიციტია, ხოლო ის თანამშრომლები, რომლებიც აგრძელებენ სამსახურში წასვლას, საშინლად დაღლილები, დეპრესიულები და შეშინებულები არიან.

ჩვენ ვცხოვრობთ ოკუპაციაში ნორმალური კომუნიკაციების, მაღაზიების, ბანკომატების, ცივილიზაციის გარეშე. საჭმელს მარკეტებში მანქანების საბარგულიდან ვყიდულობთ. ხალხი მუდმივ შიშშია.

BBC-ის მიერ ჩაწერილი ინჟინრის ვინაობა და თანამდებობა უსაფრთხოების მიზნით არ სახელდება. ამასთან, ინჟინრის მიერ გაკეთებული განცხადებები წარმოადგენს სოციალურად მნიშვნელოვან ინფორმაციას და დასტურდება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სხვა თანამშრომლების ჩვენებებით, რომლებთანაც BBC-მ ადრე შეძლო კომუნიკაცია.