ისტორიული მოვლენა - თურქეთმა შავი ზღვის ფსკერზე ახალი გაზსადენის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

თურქეთი

თურქეთმა შავი ზღვის ფსკერზე ახალი გაზსადენის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. ცერემონიას ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი დაესწრო.

მისი თქმით, გაზის საბადოს გახსნა შავ ზღვაში ისტორიული მოვლენაა, რომელიც მთლიანად შიდა რესურსებით ხორციელდება.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ მივაღწიეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან სტადიას შავ ზღვაში გაზის მოპოვებასთან დაკავშირებით. 2023 წლის პირველ კვარტალში ჩვენი ეროვნული გაზის ტრანსპორტირების სისტემაში 10 მილიონი კუბური მეტრის ოდენობის ბუნებრივი გაზი გაეშვება. იმედი გვაქვს, რომ საქარიას გაზის საბადო მოპოვების პიკს 2026 წელს მიაღწევს“, – განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის საბადოს აღმოჩენის შესახებ განცხადება 2020 წლის 21 აგვისტოს გააკეთა.