მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1762632572
ისრაელის მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებული ტერორისტები, შესაძლოა, ისრაელში სიკვდილით დასაჯონ. შესაბამისი კანონპროექტი პირველი მოსმენით ქნესეთმა 39 ხმით 16-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
დოკუმენტის მიხედვით, სასჯელის უმაღლესი ზომა იმ პირებზე გავრცელდება, ვინც ისრაელელების მკვლელობას ეროვნული იდენტობის მოტივით ჩაიდენს.
ამასთან კანონპროექტი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს სამხედრო სასამართლოებში მყოფ მოსამართლეებს საშუალებას აძლევს სიკვდილით დასჯის განაჩენი არა ერთსულოვნებით, არამედ მარტივი უმრავლესობით გამოიტანონ.
კანონპროექტი ახლა შესაბამის კომიტეტს ბოლო ორი მოსენისთვის მოსამზადებლად გადაეგზავნება. თუ კანონპროექტს სამი მოსმენით დაუჭერენ მხარს, ის კანონად იქცევა.