ისრაელს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა სურს, რაც მოლაპარაკებებს ართულებს -Reuters

ისრაელის თავდაცვის ძალების ტანკები ქალაქ ღაზას მიუახლოვდნენ

ისრაელის ხელისუფლებას ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა სურს, რაც „ჰამასთან“ მოლაპარაკებებს ართულებს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელს სურს, რომ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საომარი მოქმედებების გამო იძულებით გადაადგილებული პალესტინელები საკუთარ სახლებში დაბრუნებამდე შემოწმება გაიარონ.

ებრაელ მომლაპარაკებლებს სპეციალური ვერიფიკაციის მექანიზმის შექმნა სურთ, რომლის დახმარებით ებრაული მხარე პალესტინელების, რომლებიც ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში დაბრუნებას გადაწყვეტენ, შემოწმებას შეძლებს. „ჰამასმა“ისრაელის ეს წინადადება უკვე უარყო.

გარდა ამისა, ისრაელს ასევე ღაზისა და ეგვიპტეს საზღვარზე კონტროლის შენარჩუნება სურს, რასაც უკვე კაირო ეწინააღმდეგება და თვლის, რომ ეს მოლაპარაკებების საგანს სცდება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისს, თეთრ სახლს და ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს ისრაელის ახალი მოთხოვნების შესახებ ოფიციალურ კომენტარები ჯერ არ გაუვრცელებია.