ისრაელს არასოდეს ჩავუთრევივარ ირანთან ომში - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს.
პრეზიდენტის განცხადებით, ირანთან ომის მიზეზი ისრაელი არასდროს ყოფილა.

"ისრაელს არასოდეს ჩავუთრევივარ ირანთან ომში.
მთელი ცხოვრებისეულ მოსაზრებას, რომ ირანს არასოდეს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, 7 ოქტომბრის შედეგები დაემატა.

სრული უნდობლობით ვუყურებ და ვკითხულობ "ფეიკ ნიუსების" ექსპერტებსა და გამოკითხვებს. მათი ნათქვამის 90% ტყუილი და გამოგონილი ამბავია, გამოკითხვები კი გაყალბებულია - ზუსტად ისე, როგორც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა."

ტრამპი ირანის მომავალს ახალი მმართველობის პირობებში ხედავს:

"თუ ირანის ახალი ლიდერები ჭკვიანები აღმოჩნდებიან, ირანს შეუძლია დიადი და აყვავებული მომავალი ჰქონდეს" - წერს ტრამპი.