ისრაელმა ისპაანში ირანის რამდენიმე სარაკეტო კომპლექსი დაბომბა

ისპაანში ირანის რამდენიმე სარაკეტო კომპლექსი

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ირანის ისპაანის პროვინციაში რამდენიმე სარაკეტო კომპლექსი დაბომბა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) ავრცელებს.

გავრცელებული ცნობების თანახმად, სარაკეტო კომპლექსები ირანულ მხარეს ისრაელური თვითმფრინავების ჩამოსაგდებად უნდა გამოეყენებინა.

როგორც „ცაჰალი“ იუწყება, ისპაანზე მიტანილი იერიში ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებს ჰაერში მოქმედების უფრო მეტ თავისუფლებას მისცემს.

„ისრაელის თავდაცვის არმია ირანის საჰაერო სივრცეში თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობების გაზრდას და ჰაერში უპირატესობის მოპოვებას გააგრძელებს“, - აღნიშნულია „ცაჰალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.