ისრაელმა იემენის რამდენიმე ქალაქზე ავიაიერიშები მიიტანა

იემენი

ისრაელმა იემენის დედაქალაქზე, საპორტო ქალაქ ჰოდეიდაზე და სხვა ქალაქებზე ავიაიერიშები მიიტანა.

როგორც „ბიბისი“ წერს, საავიაციო დარტყმების სამიზნე გახდა სანას საერთაშორისო აეროპორტი, ერთ-ერთი საავიაციო ბაზა და ელექტროსადგური, რომელიც პორტ ჰოდეიდაში მდებაროებს.

იემენზე მიტანილი საავიაციო დარტყმებს ადასტურებს ისრაელის ხელისუფლებაც. ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ავიაიერიშების სამიზნე სამხედრო ობიექტებს შიიტი ჰუსიტები ირანული იარაღის კონტრბანდისა და რეგიონში ირანელი ოფიციალური პირების ჩასაყვანად იყენებდნენ.

„ჰუსიტებს ცენტრალური ადგილი უკავიათ ირანის ტერორის ღერძში და მათი თავდასხმები საერთაშორისო სავაჭრო ხომალდებსა და მარშრუტებზე ახდენს რეგიონისა და ასევე, უფრო ფართო მსოფლიოს დესტაბილიზაციას“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

ცნობისთვის, იემენზე ისრაელის ავიაიერიშებს წინ უძღოდა იემენელი ჰუსიტების სარაკეტო თავდასხმა თელ ავივზე. საპასუხოდ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჰუსიტების ინფრასტრუქტურის განადგურების პირობა დადო.