ისრაელმა ღაზის სექტორთან სასაზღვრო გამშვები პუნქტი გახსნა

ისრაელმა ღაზის სექტორთან სასაზღვრო გამშვები პუნქტი გახსნა

ისრაელმა ღაზის სექტორთან სასაზღვრო გამშვები პუნქტი გახსნა. ქერემ შალომი ჰამასის მიერ 5 მაისს ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო იყო ჩაკეტილი. სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნასთან ერთად, განახლდება ღაზაში ამ მარშრუტით ჰუმანიტარული ტვირთის შეტანაც.

ამ დრომდე ჩაკეტილი რჩება ღაზის სამხრეთში მდებარე რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალები სამხედრო ოპერაციის ფარგლებში აკონტროლებენ. შედეგად, ეგვიპტიდან რაფაჰის გავლით, ანკლავში, მეორე დღეა ჰუმანიტარული დახმარების შეტანა ვერ ხერხდება.