ისრაელმა ღაზის ომს სახელი შეუცვალა და „აღორძინების ომი“ დაარქვა

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელმა, ღაზაში მიმდინარე ომს სახელი ოფიციალურად შეუცვალა და მას სიმბოლურად „აღორძინების ომი“ უწოდა.

შესაბამისი ინიციატივით მინისტრთა კაბინეტს პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიმართა. ინიციატივა ისრაელის მთავრობამ დიდი უმრავლესობით დაამტკიცა.

მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა ომს „რკინის ხმლები“ უწოდეს, თუმცა ისრაელელების უმეტესობა მას „7 ოქტომბრის ომს“ ეძახდა.