დაგროვებითი პენსია 25 814-მა პირმა გაიტანა - როგორ შეძლებთ თანხის გატანას
1765655917
პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სრულად დაკარგა კონტაქტი ღაზის საოპერაციო შტაბთან და იქ მოქმედ გუნდთან.
"ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ, რომ ჩვენი გუნდებს აღარ აქვთ შესაძლებლობა, გააგრძელონ სასწრაფო სამედიცინო სერვისები, მით უმეტეს, რომ ეს შეფერხება გავლენას ახდენს სასწრაფო დახმარების ცენტრალურ ნომერზე, აფერხებს სასწრაფო დახმარების მანქანების მიმოსვლას დაშავებულებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, „ბიბისიმ“ინფორმაცია გაავრცელა , რომ ღაზის სექტორში ინტერნეტსა და სატელეფონო სერვისებზე წვდომა შეფერხებულია. ღაზაში მცხოვრები 2,3 მილიონი ადამიანი დიდწილად მოწყვეტილია გარე სამყაროს.
„ჰამასი“ მოუწოდებს მსოფლიოს, დაუყოვნებლივ იმოქმედოს ისრაელის მიერ ღაზის დაბომბვის შესაჩერებლად.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის ინფორმაციით კი, ისრაელის სახმელეთო ჯარები „ამაღამ ოპერაციებს აფართოებენ“.
ჰაგარი ასევე აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე საათია, რაც ისრაელმა გააძლიერა საჰაერო თავდასხმები ღაზის სექტორში.
მისივე თქმით, ისრაელი გააგრძელებს დარტყმებს ქალაქ ღაზასა და მის მიმდებარე რაიონებზე ღაზის სექტორის ჩრდილოეთით და კვლავ მოუწოდებს პალესტინელების სამხრეთით ევაკუაციისკენ.