ისრაელმა ეგვიპტე გააფრთხილა, თუ ღაზას მოამარაგებენ, სატვირთოებს დაარტყამენ - მედია

ეგვიპტე

ისრაელის მე-12 არხი ავრცელებს ცნობას, რომლის მიხედვითაც ისრაელმა ეგვიპტე გააფრთხილა, რომ თუ ღაზის სექტორში რაიმე სახის დახმარებას შეიტანენ, სატვირთოები იერიშების სამიზნეები გახდებიან.

მედიის ინფორმაციით, ამ მუქარიდან მცირე ხნის შემდეგ ევიპტური სატვირთოები, რომლებსაც საქონელი გადაჰქონდათ და ღაზაში შესვლას აპირებდნენ, საზღვრიდან, რაფას დერეფნიდან უკან გაბრუნდნენ. აქამდე კი, ამავე პუნქტთან ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს. როგორც განაცხადეს, სამიზნე რაფას ზონაში შეიარაღების კონტრაბანდის გადასატანად განკუთვნილ გვირაბთა სისტემა იყო, თუმცა არც დაადასტურეს და არც უარყვეს, მიაყენეს თუ არა დარტყმა თავად გამშვებ პუნქტს.

The Times of Israel-ი წერს, რომ სატვირთოებს საწვავი და საკვები გადაჰქონდა.

ისრაელის მე-12 არხი ირწმუნება, რომ იერიშის მიზანი იყო გზის დაზიანება, რათა ჰამასის მომარაგება არ გაგრძელებულიყო.

არაბულენოვანი მედია Al-arabia წერს, რომ რაფას პუნქტი ეგვიპტემ ჩაკეტა. აქამდე ისრაელის თავდაცვის ძალების ერთ-ერთმა სპიკერმა ღაზაში მცხოვრებ პალესტინელებს ეგვიპტეში დროულად წასვლისკენ მოუწოდა, თუმცა შემდეგ თავდაცვის უწყებას ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება მოუწია. როგორც თავდაცვის ძალებში განმარტეს, სპიკერის სიტყვები არ იყო მათი ოფიციალური პოზიცია და ღაზის მოსახლეობას ნახსენები ტერიტორიიდან თავის შორს დაჭერისკენ მოუწოდებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ:

„...იძებნება ექიმი, რომელმაც ორსულის სიცოცხლე გადაარჩინა...“ - ამბავი, რომელმაც საქართველო მოიცვა

ჰამასი“ აშკელონის მცხოვრებლებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს - BBC