მუზების პირველი კომენტარი „ჰაუსის“ დასრულების შემდეგ
1771617633
ახალგაზრდა იტალიელი ტურისტი, პიეტრო ბალარინი (Pietro Ballarini), რომელიც ტურინიდან იყო, საქართველოში მთებში, თხილამურებით სრიალისას მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
პიეტრო ცნობილი მეწარმის, Torino Stratosferica-სა და Utopian Hours-ის დამფუძნებლის, ლუკა ბალარინის ვაჟი იყო.
იტალიური მედიის ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელში, მამამ განაცხადა 2026 წლის თებერვლის შუა რიცხვებში, თუმცა მომხდარის დეტალებზე საუბარი არ ისურვა.
ამჟამად, პიეტროს დედა საქართველოშია იმყოფება, შვილის ცხედრის სამშობლოში გადასასვენებლად.
ლუკა ბალარინიმ „ინსტაგრამზე“ შვილს ემოციური პოსტი მიუძღვნა:
„პიეტრო ბედნიერი მოკვდა, აკეთებდა იმას, რაც ყველაზე მეტად უყვარდა: მთაში, გაუკვალავ თოვლში სრიალებდა. ეს ხდება ფილმებში, ხდება რომანებში და ხდება რეალურ ცხოვრებაშიც. ერთადერთი, რაც მამშვიდებს, არის ის, რომ ის ბედნიერი დაიღუპა. შენ იყავი საუკეთესო ადამიანი, ვისაც კი ვიცნობდი, ჩემო სათაყვანებელო შვილო. ეს ჩვენი ბოლო ფოტოა ერთად, იმ მრავალი მშვენიერი და ჰარმონიული მომენტიდან ერთ-ერთი. გმადლობ, იმ სიყვარულისთვის, რომელიც მომეცი და ყველაფრისთვის, რაც მასწავლე“.