აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ... - მოძღვარი მრევლს მიმართავს
1774367787
გამთენიისას, აფეთქებების ხმა ისმოდა თეირანსა და ირანის კიდევ რამდენიმე ქალაქში. ისრაელმა ირანზე დარტყმების ახალი ტალღა გამოაცხადა, რომლის სამიზნედაც "ირანის ტერორისტული რეჟიმის" ინფრასტრუქტურა დასახელდა. თეირანთან ერთად დაიბომბა ქალაქ ბუშერში მდებარე ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია. ირანის განცხადებით, ატომური ელექტროსადგური არ დაზიანებულა და არავინ დაშავებულა.
მთელი ღამის განმავლობაში განგაშის იყო გამოცხადებული იერუსალიმში. მანამდე კი, ისრაელის ქალაქ ბნეი-ბრაკზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12-მდე ადამიანი დაშავდა. დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი შენობა.
უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში იყო ქუვეითის აეროპორტზე. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იყვნენ მობილიზებულები.
ევაკუაცია გამოცხადდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში. გაფრთხილება ისრაელის სამხედრო ძალებმა გაავრცელეს და განაცხადეს, რომ ისინი აგრძელებენ რეგიონში ტერორისტული დაჯგუფების "ჰეზბოლას" ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს. სიდონის სამხრეთ რაიონში ისრაელის თავდასხმებს სულ მცირე ექვსი ადამიანი შეეწირა. დაზიანებულია შენობები.