ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის დროს, ტაძარში ბერძენი პოლიციელი დააკავეს

ისრაელი

ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა საბერძნეთის გენერალური კონსულის დაცვა იერუსალიმის უფლის სამარხის ტაძარში წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიის დროს დააკავეს. ამის შესახებ პორტალი neostrategy.gr იტყობინება.

„დაკავება მოხდა ასობით მომლოცველის, ისევე როგორც ბერძნული დელეგაციის თვალწინ, რომელსაც ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი კოცირასი, მაგრამ არცერთ მათგანს არ გაუპროტესტებია, ისევე როგორც ოფიციალურ ათენს“, - წერს პორტალი.
საბერძნეთის ოპოზიცია აღშფოთდა და ახსნა-განმარტება მოითხოვა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაარწმუნა, რომ მომხდარს შეისწავლის. საბერძნეთის დეპარტამენტის ჩარევის შდეგად, დაკავებული პოლიციელი გაათავისუფლეს.

"ჩვენ ველით საბერძნეთის მთავრობის რეაქციას ისრაელის მხარის ქმედებებზე ინციდენტის სერიოზულობის შესაბამისად", - მოუწოდა უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ, რადიკალური მემარცხენე კოალიცია - პროგრესული ალიანსმა (SYRIZA - PA).

ასევე ნახეთ:

სვანეთში, მდინარე ნაკრაში 16 წლის გოგოს ცხედარია ნაპოვნი, ორ ბიჭს მაშველები დრონებითაც ეძებენ

რატომ რჩება ცუდი მინიშნება გაცილებით დიდხანს მეხსიერებაში