ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშის შემდეგ, ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორი დაბომბა - მედია

დაბომბვა

ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშის შემდეგ, ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორი დაბომბა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ავიაიერიშების სამიზნეებს შორის იყო რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ რაკეტების მწარმოებელი ქარხანა და გვირაბები. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

გამოცემის ცნობით,  „ჰამასის“ „იზ ად-დინ ალ-ყასამის“ ბრიგადების სამხედრო ფრთა აცხადებს, რომ არაბულ ანკლავში ისრაელის სამხედრო ავიაციას საზენიტო ცეცხლი გაუხსნეს და თვითმფრინავების მიმართულებით „მიწა-ჰაერის“ ტიპის რაკეტები ისროლეს.

ისრაელსა და ღაზას სექტორში მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მხარეებს შორის ეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში პირველი დაპირისპირება იყო.