ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამხრეთ ლიბანში ბრძოლის დროს ისრაელის კიდევ ერთი სამხედრო ოფიცერი დაიღუპა

ისრაელი

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამხრეთ ლიბანში ბრძოლის დროს ისრაელის კიდევ ერთი სამხედრო ოფიცერი დაიღუპა.

„სიენენის“ ცნობით, ის მეცხრე ისრაელელი ჯარისკაცია, რომელიც მას შემდეგ დაიღუპა, რაც ისრაელმა მიმდინარე კვირას სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სახმელეთო შეტევა დაიწყო.

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაღუპული 21 წლის მამაკაცია.

პარალელურად, ისრაელში აცხადებენ, რომ სამხრეთ ლიბანში სამხედრო ობიექტზე განხორციელებული დარტყმის შედეგად ჰეზბოლას რამდენიმე მეთაურია მოკლული.