ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ტულკარმში თავდასხმა განახორციელეს

 ტულკარმი

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათ თავდასხმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ტულკარმში განახორციელეს. იერიშების სამიზნე ლტოლვილთა ბანაკი გახდა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა 16-ს შეადგენს.

პარალელურად, პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია აცხადებს, რომ სულ მცირე ხუთი ადამიანია დაღუპული.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განცხადებაში თავდასხმის შესახებ დამატებითი დეტალები არ გაასაჯაროვა.