ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათი სამხედროები ღაზის მხარეს რაფაჰის გამშვებ პუნქტს აკონტროლებენ

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათი სამხედროები ღაზის მხარეს რაფაჰის გამშვებ პუნქტს აკონტროლებენ

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათი სამხედროები ღაზის მხარეს რაფაჰის გამშვებ პუნქტს აკონტროლებენ. თავდაცვის ძალების განცხადებით, 401-ე ჯავშანსატანკო ბრიგადამ დილით რაფაჰის გადასასვლელი პუნქტი დაიკავა, რომელიც ღაზის სექტორისა ეგვიპტის საზღვარზე მდებარეობს.

სამხედროების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ შედიან ტანკები რაფაჰის გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათ აქვთ „სადაზვერვო ინფორმაცია, რომ აღნიშნულ გამშვებ პუნქტს ტერორისტები ტერორისტული მიზნებისთვის იყენებდნენ“.

როგორ არმიაში აცხადებენ, გამშვები პუნქტი ამჟამად მოწყვეტილია აღმოსავლეთ რაფაჰის სალაჰ-ა-დინის გზას, რომელიც ისრაელის ძალებმა ღამით ჩატარებული ოპერაციის დროს დაიკავეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღამის ოპერაციისას მოკლულია 20 შეიარაღებული პირი და აღმოჩენილია სამი მნიშვნელოვანი გვირაბი.