ირანის პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
1772358774
ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ქვეყანა სრულ მზადყოფნაშია როგორც თავდაცვის, ისე თავდასხმის კუთხით. ოპერაციის მიზანი ირანის ტერორისტული რეჟიმის სამხედრო შესაძლებლობების განადგურებაა, სამხედრო წრეებში აცხადებენ, რომ ეს ოპერაცია ბევრად რთული და კომპლექსური იქნება, რადგან ის მიზნად ისახავს ირანის სიღრმეში არსებული ინფრასტრუქტურის ნეიტრალიზებას.
მიუხედავად რისკებისა, თელ-ავივში აცხადებენ, რომ საფრთხის აღმოფხვრა გარდაუვალია და ისრაელი უკან დახევას არ აპირებს.
"ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ამერიკულ სამხედრო ძალებთან ერთად, ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე დარტყმები დაიწყო. ჩვენ მთლიანად მზადყოფნაში ვართ როგორც თავდაცვის, ასევე თავდასხმის კუთხით. ჩვენ წინაშეა მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ოპერაცია - ირანის ტერორისტული რეჟიმის შესაძლებლობების გასანადგურებლად, რომელიც მუდმივად საფრთხეს უქმნის ისრაელის უსაფრთხოებას. ეს ოპერაცია უზრუნველყოფს ჩვენს არსებობასა და მომავალს აქ", - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი ეიალ ზამირი.
ირანის პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
1772358774
Wizz Air საგანგებო განცხადებას ავრცელებს
1772308771