9 სიმპტომი რომელიც მიგანიშნებთ, რომ მაგნიუმის ნაკლებობა გაქვთ
1773075109
BBC-მ ირანის ომთან დაკავშირებით ჰეგსეთის სიტყვა შეცვალა - ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს "ტელეგრაფი". გამოცემის ცნობით, თავდაცვის მდივნის გამოსვლის თარგმნისას დაშვებული შეცდომა მაუწყებელს ტრამპთან მორიგი დაპირისპირების საფრთხის წინაშე აყენებს.
BBC Persian-მა, რომელიც ირანელი მაყურებლისთვის მაუწყებლობს, არასწორად თარგმნა აშშ-ის თავდაცვის მდივნის სიტყვები და მაყურებელს უთხრა, რომ ვაშინგტონს "ირანელი ხალხის" სიკვდილი უნდა.
სინამდვილეში, ჰეგსეთი თქვა, რომ ირანის რეჟიმს დევნიდნენ.
ამ შეცდომას მალევე გამოეხმაურნენ ისრაელის მხარდამჭერი მედია კამპანიების წარმომადგენლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ მომხდარი კითხვებს აჩენს BBC-ის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. ამავე დროს, ფაქტს სოციალურ ქსელებში ძლიერი კრიტიკა და რეაქციაც მოჰყვა.
BBC-მ, რომელმაც ორშაბათს, პენტაგონიდან პირდაპირ ეთერში გადასცა ჰეგსეთის გამოსვლა, სიტყვა "რეჟიმი" თარგმნა, როგორც "მარდომ", სპარსული სიტყვა, რომელიც "ხალხს“ ნიშნავს.
მოგვიანებით, გამოქვეყნდა შესწორება.
ამ დავამ შესაძლოა BBC-სა და დონალდ ტრამპს შორის კიდევ ერთ დაპირისპირება გამოიწვიოს.
ტრამპმა გასულ წელს მაუწყებლის წინააღმდეგ 10 მილიარდი დოლარის სარჩელი შეიტანა, მას შემდეგ, რაც The Telegraph-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ BBC-მ მისი გამოსვლა შეცვლილი სახით გააშუქა - თითქოს ის კაპიტოლიუმის შეტევას ახალისებდა.