გოგა მანია გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს
1746527635
ისრაელმა რამდენიმე საათის განმავლობაში ორჯერ მიიტანა იერიში ღაზაში მდებარე ერთ-ერთ სკოლაზე, დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები.
პირველი დარტყმის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ დაარტყეს ტერორისტებს, რომლებიც მოქმედებდნენ სამეთაურო ცენტრიდან და მას იყენებდნენ იარაღის შესანახად, ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების დასაგეგმად და განსახორციელებლად.
სკოლაზე განხორციელებულ მეორე თავდასხმასთან დაკავშირებით ისრაელის თავდაცვის ძალებს განცხადება არ გაუვრცელებია.
ჯამში, 24 საათის განმავლობაში, ისრაელის დარტყმების შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 46 პალესტინელი დაიღუპა.