„ეგ, ჩემი ბინაა... მე ბინიდან არავინ გამიგდია...“ - ლაურა ღაჭავა
1764528772
ყირგიზეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვის მოკავშირე პოლიტიკური ძალები ლიდერობენ. წინასწარი შედეგებით, მომავალ საკანონმდებლო ორგანოში წინა მოწვევის დეპუტატთა მესამედზე მეტი მოხვდება, მათ შორის, პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნურლანბეკ ტურგუნბეკიც. ოფიციალურ შედეგებს ყირგიზეთის ცესკო 14 დეკემბერს გამოაცხადებს.
ვადამდელი არჩევნები ყირგიზეთში მას შემდეგ დაინიშნა, რაც 15 სექტემბერს პარლამენტის დეპუტატებმა ეროვნული ასამბლეის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღეს, პრეზიდენტმა ჟაპაროვმა კი არჩევნები 30 ნოემბერს დანიშნა. ახალი რეგულაციით, ქვეყანაში 30 მრავალმანდატიანი ტერიტორიული საარჩევნო ოლქი შეიქმნა. თითოეულ ოლქიდან 3 დეპუტატს ირჩევდნენ. 90-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად, წელს 460 კანდიდატი იბრძოდა. საარჩევნო სიებში 4,3 მილიონი ამომრჩეველი იყო შეყვანილი.