იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას იმსახურებს.
ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა ჯილდო ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს, მარია კორინა მაჩადოს გადასცა.
„ნობელის კომიტეტი მშვიდობაზე საუბრობს. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
კი მშვიდობას რეალობად აქცევს. ფაქტები თავადვე მეტყველებენ - პრეზიდენტი ტრამპი ამას იმსახურებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
The Nobel Committee talks about peace. President @realDonaldTrump makes it happen.
— Prime Minister of Israel (@IsraeliPM) October 10, 2025
The facts speak for themselves. President #Trump deserves it.#PeaceThroughStrength https://t.co/hnvyfy2TaN