1733203998
ისრაელის მედია აშშ-ის თავდაცვის მდივნობის კანდიდატის მიერ იერუსალიმში 2018 წელს გაკეთებულ განცხადებას იხსენებს
აშშ-ის თავდაცვის მდივნობის კანდიდატმა, პიტ ჰეგსეთმა 2018 წელს იერუსალიმში სტუმრობის დროს განაცხადა, რომ ტაძრის მთაზე შესაძლებელია მეორე ტაძრის აშენება.
„არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ტაძრის მთაზე ტაძრის აღდგენის სასწაული შეუძლებელია. არ ვიცი, როგორ მოხდება. თქვენ არ იცით როგორ მოხდება, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს შეიძლება მოხდეს“, – განაცხადა პიტ ჰეგსეთმა არუც შევას კონფერენციაზე იერუსალიმში.
ისრაელის მედია წერს, რომ, როგორც ჩანს, ჰეგსეთი მხარს უჭერდა ისრაელის დასახლებების ანექსიას.
„იუდეასა და სამარიას მონახულება და ამ სუვერენიტეტის გაგება, ისრაელის ნიადაგის, ისრაელის ქალაქების, ადგილების სუვერენიტეტის, ეს არის კრიტიკული შემდეგი ნაბიჯი მსოფლიოსთვის საჩვენებლად, რომ ეს არის მიწა ებრაელებისთვის და ისრაელის მიწა“, – განაცხადა პიტ ჰეგსეთმა იერუსალიმში.
ისრაელის მედიის თანახმად, პიტ ჰეგსეთმა ასევე უარყო ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა.