გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1749845304
ისრაელის სადაზვერვო სამსახურმა, „მოსადმა“ ირანში უპილოტო აპარატების ბაზა შექმნა, რომლებიც ღამით გააქტიურდა ისრაელისკენ მიმართული მიწა-მიწა ტიპის რაკეტების გამშვებ ობიექტებზე დასარტყმელად. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ისრაელმა წლები მოანდომა ირანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების წინააღმდეგ ოპერაციისთვის მზადებას, რომლის ფარგლებში ირანში ასევე შეიტანა ზუსტი დამიზნების შეიარაღების სისტემები.
გავრცელებული ინფორმაციით, „მოსადის“ აგენტებმა უპილოტო აპარატების ბაზა თეირანის მახლობლად მოაწყვეს. გარდა ამისა, ირანში კონტრაბანდულად შეჰქონდათ იარაღის სისტემების გადამტანი მანქანები. ამ სისტემებმა ირანის საჰაერო თავდაცვა გაანადგურა და ისრაელის თვითმფრინავებს ჰაერში უპირატესობა და ირანზე მოქმედების თავისუფლება მისცა.
როგორც მედია წერს, მესამე საიდუმლო მცდელობა იყო „მოსადის“ კომანდოსების მიერ ცენტრალურ ირანში, ჰაერსაწინააღმდეგო ობიექტებთან ახლოს მაღალი სიზუსტის რაკეტების განლაგება.