ისრაელი "ჰესბოლას" წინააღმდეგ ოპერაციას განაგრძობს

„ცაჰალი“: ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 75 ობიექტი დაბომბა

უკიდურესად დაძაბულია ვითარება ახლო აღმოსავლეთში. ისრაელი ლიბანში "ჰესბოლას" წინააღმდეგ ოპერაციას განაგრძობს. აფეთქებები იყო ბეირუთის სამხრეთით მდებარე უბნებში.

"ჰეზბოლას" მიერ ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქებზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, ორი ისრაელელი დაიღუპა. ტერორისტულმა ორგანიზაციამ აღიარა, რომ ისრაელის სამხედროებზე თავდასხმა განახორციელა.

ისრაელის მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ქალაქ ტულკარიმში იერიშის შედეგად, 3 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის - ერთი მცირეწლოვანი.

"ცახალის" განცხადებით, სამიზნე "ტერორისტული ინფრასტრუქტურა" იყო. "ცახალმა" იერიშები რაზაში ნუსეირატის დევნილთა ბანაკზეც მიიტანა, დაიღუპა 13 ადამიანი.