„სიტყვები უძლურია, უფალს ებარებოდეს ლადოს სული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1759607494
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელი დათანხმდა გარკვეული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველ ეტაპზე.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია ახლა ელოდება დასტურს „ჰამასისგან“.
„ჰამასი“ პირობებს თუ დაეთანხმება, ტრამპის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა „დაუყოვნებლივ შევა ძალაში“ და დაიწყება მძევლებისა და პატიმრების გაცვლა.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 20-პუნქტიანი ღაზის სამშვიდობო გეგმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას 29 სექტემბერს წარადგინა. რამდენიმე დღის შემდეგ კი „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტაზე დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას დათანხმდა.